თელავში, ისტორიული მუზეუმის ეზოში, ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019“-ის ფარგლებში, ,,სამეცნიერო პიკნიკი” გაიმართა. სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში წარმოდგენილი იყო სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები და ვიქტორინები სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთათვის.

ფესტივალში მონაწილეობდნენ: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე, საქართველოს სხვა წამყვანი უნივერსიტეტები, ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, მულტიდისციპლინური კვლევების სამეცნიერო სკოლა, ,,აიტი სტეპ აკადემია“, საქპატენტი და სხვა ორგანიზაციები.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here