18 წლის შემდეგ Apple პროგრამას iTunes აუქმებს. iTunes, რომელიც mp3 მუსიკის ერაში შეუცვლელი სერვისი იყო, როგორც მოსალოდნელი იყო, უქმდება.
ეფლი iTunes-ს სამი დამოუკიდებელი აპლიკაციით: მუსიკით, ტელევიზიითა და პოდკასტებით ანაცვლებს. კომპანიამ მედიის დეცენტრალიზაცია აიპადებსა და აიფონებზე უკვე განახორციელა. ახლა კი მაკებისა და მაკბუქების დროც დადგა.
ეფლის ოპერაციული სისტემის განახლებული ვერსიაში iTunes ხელმისაწვდომი აღარ არის.