გასულ თვეში Apple-მა გამოუშვა ახალი MacBook Pro სენსორული პანელით და ოთხი USB Type-C პორტით, რომელიც Thunderbolt 3 სტანდარტს შეესაბამება. მიუხედავად ამისა თავსებადობის ტესტებმა აჩვენა, რომ ამ პორტით სარგებლობას ყველა ამ ინტერფეისზე მიერთებადი მოწყობილობა ვერ შეძლებს. აქსესურარების მწარმოებელმა Pluggable გამოკვლევა ჩაატარა, რომ გაერკვია თუ რომელი გადამყვანი, კაბელი, დოკ-სადგური, ადაპტერი და კაბელი იქნება თავსებათი 2016 წლის MacBook Pro-თან.
ახალ ნოუთბუქებში გვხვდება ორი კონფიგურაცია – ორი და ოთხი Thunderbolt 3 USB Type-C პორტით. ტესტირებისას გაირკვა, რომ ზოგიერთი DisplayPort თჰუნდერბოლტ 3 გადამყვანი, HDMI ადაპტერი, USB-Type-C ჰაბები არ არის თავსებადი მათში გამოყენებული კონტროლერების ტიპის გამო.
გამოკვლევის შედეგების თანახმად Apple-მა არ დაამატა Thunderbolt 3 მოწყობილობების მხარდაჭერა, რომელიც Texas Instruments-ის მიერ წარმოებული პირველი თაობის კონტროლერებს იყენებენ და მხოლოდ მეორე თაობის TPS65983 კონტროლერთან შეუძლია მუშაობა.
გაუგებარია თუ რატომ თქვა უარი კომპნიამ პირველი თაობის Thunderbolt 3 მოწყობილობებზე მიუხედავად იმისა, რომ ეს სტანდარტი სულ რაღაც 2015 წლის დეკემბრიდან არის ხელმისაწვდომი. მოწყობილოები Intel Alipne Ridge და Texas Instruments TPS65982 არ ხვდებიან MacBook Pro (2016) თავსებადობის სიაში.
როგორც Plugable ამბობს, ეს ფაქტორი უარყოფითად იმოქმედებს აქსესუარების ხელმისაწვდომობაზე ახალი ნოუთბუქებისთვის, რადგანაც მწარმოებლების გადასვლა მეორე თაობის კონტროლერებზე საკმაოდ დიდი ხანი გაგრძელდება.