Google Assistant-ს ახალი ფუნქცია – Your News Update დაემატა, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა კატეგორიის ახალ ამბავს მოუყვება. ამისთვის კი საჭირო იქნება მხოლოდ Google Assistant-ისთვის მიმართვა და თქმა, თუ კონკრეტულად რა ტიპის სიახლეების მოსმენას ისურვებდით. როგორც ირკვევა, აუდიო სიახლეების ზოლი იმავე პრინციპით იმუშავებს, როგორითაც Facebook-ის, ან Google-ის ნიუს ფიდი მუშაობს.
Google-ს უკვე აქვს ლიცენზირებული აუდიო სხვადასხვა მედიისგან, მათ შორისაა: ABC, Cheddar, The Associated Press, CNN, Fox News Radio, PBS, Reuters, WYNC და სხვ.