HP CUP ჰაკათონის გამარჯვებული სისტემა – RAD გახდა

14-15 ნოემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჰაკათონი გაიმართა, რომლის თემაც გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ვიზუალური მონაცემების შექმნაა – 3D მოდელები და თამაშები, ანიმაცია, ინფოგრაფიკა, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, ინტერაქტიუილი რუკები და სხვა გადაწყვეტილებები. HP CUP ჰაკათონის გამარჯვებული გახდა სისტემა – RAD (Recognize, Analyze, Digitalize). აღნიშნული სისტემა ხელოვნური ინტელექტისა და საფრენი აპარატების მეშვეობით უზრუნველყოფს მის თვალთახედვაში მოხვედრილი ნებისმიერი ობიექტის ამოცნობასა და ანალიზს. HP CUP სილიკონ ველი თბილისის ყოველწლიური ჰაკათონი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *