იაპონიის კომპანია NTT Security-ის ექსპერტები სამეცნიერო – კვლევით პროცესში ჩაერთვებიან

იაპონიის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია NTT Security-ის ექსპერტები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო – კვლევით პროცესში ჩაერთვებიან.

მიხეილ ჩხენკელმა კაზუ იოზავას დეტალურად გააცნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი და უნივერსიტეტის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. კაზუ იოზავამ მზაობა გამოთქვა რომ NTT Security – ის წამყვანი სპეციალისტები კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით აქტიურად ჩაერთვებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო – კვლევით პროცესში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *