Capital Markets Day 2016-ზე Nokia-მ გაამხილა თავისი გეგმები იმის შესახებ თუ, როგორ აპირებს მობილურ ბიზნესში დაბრუნებას. კომპანია საკუთარი ბრენდის სმარტფონების წარმოდგენას გეგმავს, თუმცა მათი წარმოებით HMD Global და Foxconn იქნება დაკავებული.
Nokia-ს არ აქვს საწარმოო სიმძლავრეები, რომლეიც სამკმარისია სმარტფონების წარმოებისთვის. სავარაუდოდ მოწყობილობების შექმნაზე და წრამოებაზე კომპანია Foxconn იმუშავებს, ხოლოდ ფინური HMD Global მისი ბაზარზე წარმოდგენითა და გაყიდვებით დაკავდება.
პირველი სმარტფონები რომლებსაც Nokia წარმოადგენს 2017 წელს D1C იქნება. ეს არის Full HD ეკრანის მქონე აპარატი Qualcomm Snapdragon 430-ზე , 3 გიგაბაიტი ოპერატიულითა და Android 7.0-ის მართვის ქვეშ.
კომპანიამ პარტნიორებთან შეთანხმება 10 წლის ვადით გააფორმა. მომავალი სამი წლის განმავლობაში კომპანია HMD პროექტში 500 მილიონამდე ევროს ინვესტირებას განახორციელებს.
სმარტფონების გამოშვების გარდა 2017 წელს Nokia გამოუშვებს სამედიცინო ელექტრონიკას, ვირტუალური რეალობის და საავტომობილო სისტემებს გამოუშვებს. პროდუქტების ანონსი MWC 2017-ზე შედგება, რომელიც 27 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ჩატარდება ბარსელონაში.