Google-მა გამოუშვა დეველოპერული განახლება Chrome OS-თვის, რომელიც Android აპლიკაციების მხარდაჭერას ოთხი ახალი Chromebook-ისთვის ითვალისწინებს. ეს არის Dell Chromebook 13, HP 13, Samsung Chromebook 3 და ASUS C301SA. თუ რომელიმე მათგანი გაქვთ და გსურთ Play Store-თი სარგებლობა გირცევთ გადახვიდეთ უახლეს დეველოპერულ ვერსიამდე, რომელიც შესაძლოა ბაგებს შეიცავდეს და Android აპლიკაციებიც შესაძლოა არასტაბილურად მუშაობდნენ.

Android აპლიკაციების გაშვება პირველად Google I/O-ზე დაანონსდა და მას შემდეგ Google ეტაპობრივად უშვებს განახლებებს, რომლებიც მოწყობილობებზე Android აპლიკაციების მხარდაჭერას უზურუნველყოფს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here