კომპანია Samsung-მა მიირო პატენტი უპილოტო მოწყობილობაზე, რომლის ფორმაც სამეცნიერო ფანტასტიურ მფრინავ თეფშს გავს. დოკუმენტი სამხრეთ კორეის ინტელექტუალური საკუთრების ბიურომ გასცა.
სამხრეთკორეული გიგანტის სიახლე უპილოტო აპარატია, რომელიც კამერით იქნება აღჭურვილი. საპატენტო განცხადება აპრილში გაკეთდა მაგრამ მისი განხილვა და დამტკიცება დეკემბრამდე გაგრძელდა.
უპილოტო თეფში უბრალოდ საფრენი აპარატია, რომელსაც უცნაური ფორმა აქვს. დისკის მოხაზულობის მქონე კონსტუქციის შიგნით როტორული ძრავა იმალება, რომელიც ფრთებს ატრიალებს. უსაფრთხოების მიზნით ისინი ბადითაა დაცული ზევიდან და ქვევიდან. ამის გარდა თეფშს ფეხებიც აქვს ქვევითა მხარეს.
აპარატს კომპოზიტური მატერიალის კორპუსი ქენბა. კამერა შესაძლოა 360 გრადუსიანი იყოს და მის ცენტრში მოთავსდეს. რელიზისთვის შესაძლოა კონფიგურაცია შეიცვალოს, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია პრინციპული განსხვავება პატენტისგან.