Bosch-ის ახალი სწრაფი ტესტი კორონავირუსს 2,5 საათზე ნაკლებ დროში ადგენს და იგი გერმანიაში აპრილში იქნება ხელმისაწვდომი, საიდანაც მოგვიანებით ის საერთაშორისო ბაზარზეც გავა.
ტესტი კომპანიის მიერ შექმნილ მოლეკულური დიაგნოსტიკის პლატფორმა Vivalytic-ს იყენებს.აღნიშნული მოწყობილობა ჰოსპიტალებსა და ლაბორატორიებში სხვადასხვა დაავადების იდენტიფიცირებისთვის უკვე გამოიყენება.