ჰაკერულ ფორუმზე საქართველოს 4,9 მილიონი მოქალაქის პირადი ინფორმაცია გასაჯაროვდა

Under The Breach-ის ცნობით, ჰაკერულ ფორუმზე შაბათს (28 მარტი, 2020) საქართველოს 4,9 მილიონი მოქალაქის პირადი ინფორმაცია გასაჯაროვდა. აღნიშნულ ფაილში მოცემულია ქართველი ამომრჩევლების პირადი მონაცემები, მათ შორის გარდაცვლილი ადამიანების.

მომხმარებელი, რომელმაც ჰაკერულ ფორუმზე მონაცემთა ბაზა ატვირთა, ირწმუნება, რომ აღნიშნული ფაილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდიდან voters.cec.gov.ge მოიპოვა.

Under The Breach-ის ვარაუდით, აღნიშნული მონაცემები 2011 წელს არის მოპოვებული, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *