SpaceX-ისმეთაური ილონ მასკი თვლის, რომ კაცობრიობას შეუძლია იამაყოს მისი კომპანიის მიერ შექმნილი ხომალდის Crew Dragon-ის წარმატებული მისიით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.

შაბათს რაკეტა Falcon 9-ის საშუალებით წარმატებით იქნა ორბიტაზე გაყვანილი ხომალდი Crew Dragon, რომელის ბორტზეც იმყოფებოდნენ NASA-ს ორი ასტრონავტი: ბობ ბენკემი და დაგ ჰერლი, რომლებმაც შემდგომში წარმატებით განახორციელეს მისი შეპირისპირება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან.

“ეს ხომალდი შექმნილია ადამიანების მიერ ადამიანებისთვის და კაცობრიობას შეუძლია იამაყოს ამ მიღწევით. უდაოა, ეს გაშვება იპოვის გამოხმაურებას იმათ სულებში ვინც მკვლევარია” – გნაცხადა მასკმა და დასძინა, რომ “თვითონაც აღსავსეა ემოციებით”.

მასკი ამტკიცებს, რომ ეს მისია გახდა “პირველი ნაბიჯი იმ გზაზე, რომ კაცობრიობამ მიაღწიოს მულტიპლანეტარულ ცივილიზაციის დონეს”

გაშვების სრული რეპორტაჟი:

წინა სტატიაRaspberry Pi 4 – ახლა უკვე 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით
შემდეგი სტატიაHP Reverb G2 – ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი გეიმერებისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი