სხვა და სხვა ზომის საცალო მაღაზიებთან ერთად Apple-ის მაღაზიებიც გახდა თავდასხმის მსხვერპლი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც აქციები და დაძაბული მდგომარეობა ბოროტი მიზნებისთვის გამოიყენეს. საპასუხოდ Apple-მა დახურა მაღაზიები ქვეყნის მასშტაბით ა.შ.შ-ში, რომლებიც ახლახან გაიხსნა COVID-19 პანდემიის დროს დახურვის შემდეგ.
ბოროტმოქმედებმა და ადამიანებმა, რომლებმაც მოპარული iPhone-ები შეიძინეს ხელზე სიურპრიზის წინაშე აღმოჩნდნენ: მოპარული მოწყობილობები არ მუშაობს და Apple-ის და სამართალდამცავების მიერ თვალთვალის ქვეშაა. ამან შესაძლოა პრობლემები შეუქმნას ჩვეულებრივ მომხმარებლებს, რომლებიც მეორად სმარტფონებს ყიდულობენ და ასევე სარემონტო სერვისებს მომდევნო თვეების განმავლობაში.
ადამიანები, რომლებმაც შესაძლოა მოპარული სმარტფონები შეიძინეს აღმოაჩინეს, რომ მათი ტელეფონები ავტომატურად გამოირთო და მათ ეკრანზე გამოჩნდა შეტყობინება:
Please return to Apple Walnut Street. This device has been disabled and is being tracked. Local authorities will be alerted.
გთხოვთ დააბრუნოთ Apple-ში ვოლნათის ქუჩაზე. ეს მოწყობილობა გამორთულია და თვალთვალს ექვემდებარება. ადგილობრივი სამართალდამცავები გაფრთხილებული იქნება.
ამ შეტყობინებსი რამდენიმე მაგალითი გამოჩნდა Reddit-სა და Twitter-ზე. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია თუ რამდენი ასეთი მოწყობილობაა ხალხში გავრცელებული.
აქაცმდე ცნობილი იყო, რომ Apple-ს აქვს iOS-ის სპეციალური ვერსია დემო მოწყობილობებისთვის, რომლებიც მუშაობას წყვეტენ მათი მაღაზიიდან მოპარვის შემთხვევაში და სავარაუდოდ ეს ახალი შემთხვევებიც არ არის გამონაკლისი. Apple-ს ასევე აქვს სერვისი FindMy, რომელიც მსგავს სიტუაციაში ჩავარდნილ მომხმარებელს ეხმარება მოწყობილობის პოვნაში iCloud-ის საშუალებით და არ არსებობს რამე მიზეზი, რომელიც Apple-ს შეზღუდავს გამოიყენოს იგივე მეთოდები მისი მაღაზიებიდან მოპარული მოწყობილობების მოსაძებნად.