Apple-ის ერთ-ერთი უმთავრესი ანონსი WWDC კონფერენციაზე გახდა Mac კომპიუტერების Intel პროცესორებიდან საკუთარ Apple Silicon-ზე გადასვლა. ამოჩნდა, რომ ასეთმა გადაწყველტილებამ შეუძლებელი გახადა Windows-ის გაშვება Mac-ზე მეორე საოპერაციო სისტემის სახით Boot Camp-ის საშუალებით.
Microsoft-ის განცხადებით კომპანიის მიმდინარე პოლიტიკა არ ითვალისწინებს ARM ვერსიის საცალო დისტრიბუციას სამომხამრებლო მოწყობილობებზე და ის მხოლოდ OEM ლიცენზიით ვრცელდება. გამომდინარე აქედან ახალ მაკებზე Windows-ის დაყენება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.
რა თქმა უნდა Windows-ის გაშვება შესაძლებელი იქნება VMWare ან Parallels-ის ვირტუალიზაციის საშუალებით, თუმცა რამდენად იმოქმედებს ეს საოპერაციო სისტემის წარმადობაზე ჯერ-ჯერობით უცნობია.
Apple და Microsoft უკვე დიდი ხანია თანამშრომლოებნ Office-ის აპლიკაციების ფარგლებში, მაგრამ Windows-ის გაშვების ბედი Mac კომპიუტერებზე ჯერ-ჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშაა.