WWDC 2020-ზე Apple-მა განაცხადა, რომ Intel-ის პროცესორების ნაცვლად საკუთარი წარმოების სისტემაზე გადადის Mac კომპიუტერებში.

პირველი კომპიუტერები ახალ ჩიპებზე 2020 წელს გამოვა. კომპანია იმედოვნებს, რომ გადასვლის პროცესი 2 წელი გაგრძელდება.

კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ Apple Silicon-ის შემუშავების პროცესი ათ წელზე მეტია მიმდინარეობს. დეველოპმენტი საშუალებას მისცემს კომპანიას გაზარდოს წარმადობა და შეამციროს ენერგომოხმარება.

აპლიკაციების ადაპტირებისთვის საჭიროა გამოიყენოთ Xcode-ის ახალი ვერსია და სისტემის მხარდაჭერა უკვე გამოაცხადეს კომპანიებმა Microsoft და Adobe. დემონსტაცია მოხდა იმისა თუ როგორ მუშაობს Ligthroom და Microsoft Office-ის აპლიკაციები.

დეველოპერები შეძლებენ შექმნან აპლიკაციები, რომლებიც ერთდროულად მუშაობენ Intel-ისა და Apple-ის პროცესორებზე. მათთვის ვინც ვერ მოასწრებს პროდუქტების ახალ პლატფრომაზე მორგებას, კომპანიამ შექმნა Rosetta 2, რომელიც საშუალებას იძლევა ავტომატურად მოხდეს მათი ადაპტირება.

ტექნოლოგია Universal 2 საშუალებას მოგცემთ გაუშვათ Apple-ის პროცესორისთვის განკუთვნილი აპლიკაციები Intel პლატფრომაზე.

დეველოპერებისთვის Apple გამოუშვებს Mac mini-ს სპეციალურ ვერსიას ახალი ჩიპებით. შეკვეთის გაკეთება შესაძლებელი იქნება კომპანიის საიტზე.

პრეზენტაციის სრული ჩანაწერი:

წინა სტატიაWindows Subsystem for Linux-ში ვიდეო აქსელერაცია გახდა ხელმისაწვდომი
შემდეგი სტატიაApple-ის ახალ კომპიუტერებზე Windows-ის მხარდაჭერა არ იქნება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი