კომპანია Apple iOS და Android აპლიკაცია Prepear-ის სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის წინააღმდეგია. ისინი თვლიან, რომ ლოგოტიპი, რომელიც წარმოდგენილია მსხლის ფორმით შესაძლოა მათი საკუთარი ლოგოტიპის ასოციაციას იწვევდეს. Apple-მა შესაბამისი სარჩელი ა.შ.შ-ს სავაჭრო ნიშნებისა და პატენტების დაწესებულებაში უკვე შეიტანა.
Super Healthy Kids ამბობს, რომ იურიდიულ მომსახურებაში უკვე დახარჯეს ათასობით დოლარი, რამაც სერიოზულად იმოქმედა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე. Prepear-ის თანადამფუძნებელმა რასელ მონსონმა აღნიშნა, რომ Super Healthy Kids – მოკრძალებული სტარტაპია სულ ხუთი თანამშორომლით და ერთ-ერთი კოლეგა მათ უკვე დაკარგეს ფინანსური სირთულეების გამო.
“სავაჭრო ნიშანი ხილის მინიმალისტური დიზაინი, რომელიც ძალიან გავს Apple-ის ლოგოს და ახდენს ანალოგიურ კომერციულ შთაბეჭდილებას” – ნათქვმიან Apple-ის განცხადებაში. კომპანიაშ აცხადებენ, რომ “მოკბეჩილი ვაშლი, როგორც სავაჭრო ნიშანი იმდენაც ცნობილი და ცნობადია, რომ “ხილილის” ლოგიპიტებთან მსგავსება მომხმარებელს არწუნებს, იმაში, რომ აპლიკაცია Apple-ს უკავაშირდება. რა თქმა უნდა Apple იდენტურ ან ახლოს მდგომ სერვისებს სთვაზობს მომხამრებლებს, რომლებიც ჯანმრთელობას, კვებას და სოციალურ ქსელებს უკავშირდება. ამიტომაც მომხამრებლები ადვილად დაიჯერებენ იმას, რომ Prepear არის Apple-ის ეკოსისტემის ნაწილი, თუმცა ეს ასე არ არის”
რასელ მონსონმა შექმნა პეტიცია სერვისზე Change.org “Save the Par from Apple”, რითაც ცდილობს დაარწმუნოს კომპანია უკან წაიღოს მისი პრეტენზიები აპლიკაციის მიმართ. ასევე მან მიუთითა პეტიციაში, რომ ტექნოლოგიური გიგანტები ბოროტად არ უნდა სარგებლობდნენ თავიანთ ფინანსური მდგომარეობით და არ უნდა სდევნიდნენ იურიდიულად მცირე სტარტაპებს და კომპანიებს, რომელბიც ისედაც ძლიერად დაზარალდნენ პანდემიისგან. Prepear-ის მეორე თანადამფუძნებელი ნატალი მონსონი ამბობს, რომ ამ ფორმით ისინი Apple-ის აგრესიის წინააღმდეგ გამოდიან.
Super Healthy Kids ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა Apple ცდილობს ხელი შეუშალოს “ხილის” სავაჭრო ნიშნებს. ადრე ტექნოგიგანტი არაერთხელ გამოსულა მცირე კომპანიების წინააღდეგ, თითქოს მათ მონოპოლია ქონდეთ “ხილის” ლოგოტიპებზე. ამასთანავე Apple უკამყოფილებას გამოთქვამდეა მაშინაც კი, როდესაც სავაჭრო ნიშნები საერთოდ არ გავდნენ Apple-ის ლოგოტიპს.