Nintendo-ს სპეციალურ ღონისძიებაზე იაპონურმა კომპანიამ მისი მომავალი სათამაშო კონსოლის Nintendo Swith-ის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ისაუბრა. კონსოლი მიიღებს 6.2 დიუმიან ეკრანს 1280×720 გარჩევადობით. პორტატიული კონსოლის რეჟიმში Switch შეძლებს 2,5-დან 6,5 საათამდე მუშაობას ერთი დამუხტვით. ეს დრო პირდაპირ იქნება დამოკიდებული გაშვებული თამაშის მოთხოვნებზე. მაგალითისთვის The Legend of Zelda: Breathe of the Wild აკუმლატორის მუხტი დაახლოებით 3 საათი იქნება საკმარისი. მოწყობილობის მგზავრობისას დამუხტვისთვის USB Type-C პორტია გათვალისწინებული.
Nintendo ასევე უშვებს ახალ ონლაინ სერვისს, რომელიც ქსელური თამაშებისთვის იქნება განკუთვნელი. თავიდან სერვისი უფასო იქნება, მაგრამ შემოდგომიდან მისი გამოყენებისთვის ფასიანი ხელმოწერა იქნება საჭირო. Nintendo Switch-ს შეუძლია მრავალმომხმარებლიან რეჟიმში მუშაობა უკაბელო ლოკალური ქსელის საშუალებით. ერთმანეთთან დაკავშირება რვამდე მოთამაშეს შეეძლება. რა თქმა უნდა შესაძლებელია მულტიფლეერის გაშვება WiFi ქსელის საშუალებითაც.
Joy-Con კონტროლერები ახალ შესაძლებლობებს შესძენენ თამაშებს. მათში ჩაშენებულია აქსელერომეტრები, გიროსკოპები და ინფრაწითელი კამერები, რითაც ფორმების, მანძილების და ნივთების მოძრაობის დანახვაა შესაძლებელი. ორივე Joy-Con კონტროლერს აქვს HD ვიბრაციის ფუნქცია, რომელიც სრულიად ახლებურად და რეალისტურად გადმოსცემს თამაშის შესაბამის შეგრძნებებს. მარცხენა Joy-Con-ზე დამატებითი ღილაკიცაა სქრინშოტის გადაღებისათვის, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გაზიარებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ჩვენს რეგიონში Nintendo Swithc-ის გაყიდვები მარტიდან დაიწყება მისი ფასი დაახლოებით 1200 ლარი იქნება მიმდინარე კურსით.