Xiaomi-მ კიდევ ერთი მოწყობილობა გამოუშვა, რომელიც კომპიუტერის ეკრანის სტრანსილრებისთვისაა განკუთვნილი და ამას ტელევიზორებზე, პროექტორებზე და მონიტორებზე ახორციელებს. გაჯეტი სახელწოდებით Paipai Wireless Screen Projector მუშაობს Chromecast-ის პრინციპით, მაგრამ ის უფრო მეტად უნივერსალურია.
მოწყობილობა ორი კომპონენტისგან შედგება და ერთ-ერთ მათგანს USB Type-A, ხოლო მეორეს HDMI პორტი აქვს. პირველი უერთდებ კომპიუტერს ან ნოუთბუქს და გადამცემის როლს ასრუხლებს, ხოლო მეორე ნებისმიერ ეკრანს, რომელსაც HDMI პორტი აქვს და მიმღების როლს ასრულებს. ამ კავშირის წყალობით შესაძლებელი ნებისმიერი კონტენტის ტრანსლირება უკაბელო კავშირით დიდ ეკრანზე.
სიახლე აქვს 5-გიგაჰერციანი Wi-Fi-ის მხარდაჭერა, რაც ინფორმაციის მაღალი სისწრაფით გადაცემას უზრუნველყოფს. შესაძლებლია Full HD 60 FPS სიხშირით ტრანსლირება. არის საშუალება Paipai რამოდენიმე მოწყობილობასაც კი მივიუერთოთ.
გაჯეტი 11 ნოემბერს გამოვა გაყიდვაში და $45 ეღირება.