პავლე დუროვმა მომხმარებლების კითხვებს უპასუხა საკუთარ არხზე Telegram-ში. მან განაცხადა, რომ რეკლამა მხოლოდ მსხვილ არხებზე გამოჩნდება, რომლებიც კომპანიის სერვერებს სერიოზულად ტვირთავენ.
“ჩვენ არასდროს გაიძულებთ უყუროთ 30-წამიანი სარეკლამო რგოლებს Telegram-ში. თუ ჩვენ ოდესმე დავნერგავთ რეკლამას, ის მხოლოდ მსხვილ არხებზე გამოჩნდება, რომელთა მომსახურებაც ძვირად ღირებული სერვერული რესურსები ჭირდება” – წერს დუროვი.
ტელეგრამის გუნდი Safari-ს Web აპლიკაციაზე მუშაობს, რომელიც მობილური ვერსიის ანალოგიური იქნება. აპლიკაცია იმ შემთხვევისთვის მზადდება, როცა Apple დაბლოკავს Telegram-ს App Store-ში, მსგავსად Parler-ისა. Apple და Google სერვისს მოდერაციის არქონაში ადანაშაულებენ, რაც მათი შეფასებით “საფრთხეა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის”.
Telegram-ის დამფუძნებელმა მომხმარებლებს iOS-დან Android-ზე გადასვლა ურჩია.
“Apple-ისა და Google-ის დუოპოლია დიდ პრობლემას წარმოადგენს. Apple უფრო საშიშია იმიტომ, რომ მას შეუძლია სრულიად აკონტროლოს აპლიკაციების გავრცელება, მაშინ როცა Android-ზე მსგავსი შეზღუდვა არ ვრცელდება და შეგიძლიათ APK ფაილები ხელოვნურად დააყენოთ. ამიტომაც გირჩევთ გადახვიდეთ Android-ზე, რაც ყველაზე მცირეა იმისთვის, რომ არ დაკარგოთ წვდომა თავისუფალ ინფორმაციაზე” – ამბობს დუროვი.
კიდევ ერთ კითხვაზე პასუხში ის ამბობს თუ რატომ არ აქვეყნებს Telegram-ის სერვერული ნაწილის კოდს. ის ამბობს, რომ სამი წლის წინ “ავტორიტარულმა რეჟიმმა” ცადა სერვერული კოდის მოპოვება.
“მათი გეგმა იყო გაეშვათ საკუთარი აპლიკაცია, რის შემდეგაც აკრძალავდნენ სხვა სოციალურ ქსელებს ქვეყანაში. როგორც კი ამის შესახებ შევიტყვეთ, ჩვენ გადავწყვიტეთ გადაგვედო სერვერული კოდის გამოქვეყნება” – თქვა დუროვმა და აღნიშნა, რომ კოდის გამოქვეყნებას აზრი არ აქვს, რადგანაც მომხმარებლები მაინც ვერ გადაამოწმებენ მუშაობს თუ არა ამა თუ იმ სერვერზე კონკრეტულად ეს კოდი.
გარდა ამისა დუროვმა პასუხი გასცა Signal-ის შესახებ დასმულ შეკითცვასა, რომელიც ამას წინათ ილონ მასკმა “დაარეკლამა”. მომხამრებლებმა დუროვის კომენტარი მოითხოვეს, რადგან Signal-ის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის უფრთხო მაღალ უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს ვიდრე Telegram.
“Telegram – ეს მრავალფუნქციური პლატფორმაა, Signal მხოლოდ მის ერთ ფუნქციას ასრულებას – საიდუმლო ჩატები. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გჭირდებათ ცალკე აპლიკაცია მხოლოდ ამ ფუნქციისთვის მაშინ მის დაყენებას გარკვეული აზრი აქვს”
მან ასევე აღნიშნა, რომ Telegram-ის საიდუმლო ჩატები უფრო უსაფრთხოა.
“საიდუმლო ჩატები ინახება მხოლოდ ერთ მოწყობილობაზე. ნებისმიერი სარეზერვო კოპირება და სინქრონიზაცია ამცირებს უსაფრთხოებას, რადგანაც ნებისმიერი გარე წერტილის გატეხვა მონაცემებს გამოააშკარავებს. ზეუსაფთხო კავშირი ყოველთვის მოწყობილობაზე უნდა იყოს დამოკიდებული. იდეალურ შემთხვეაში თქვენ უნდა გქონდეთ სიმ ბარათი, რომელიც ანონიმურად არის დარეგისტრირებული და მისით უნდა ისარგებლოთ მხოლოდ იმ ადგილებში სადაც იშვიათად იმყოფებით ტელეფონით ხელში და რა თქმა უნდა არ უნდა ისარგებლოთ Google-ისა და Apple-ის ანგარიშებით ამ მოწყობილობაზე. სხვა დანარჩენი უსაფრთხოების ილუზიაა იმიტომ,რომ iOS და Android საშუალებას იძლევა ბექდორები დაყენდეს სისტემაში, რომელბიც თქვენი პირადი მონაცემების მოსაპარად გამოიყენება.