ახალი ეკრანის დიგონალი 1,1 დიუმია. საინტერესოა, რომ მას AMOLED მატრიცა აქვს 126×294 პიქსელზე გარჩევადობით. XDA-Developers-ის ინფორმაციით მოწყობილობას აქვს DCI-P3 ფერთა გამა.
აკუმლატორის მოცულობა 100 მილიამპერია, რაც სრულიად საკმარისია ერთი კვირა ავტონომიური მუშაობისათვის. მოწყობილობას IP68 სტანდარტების შესაბამისი წყლისაგან და მტვრისგან დაცვა აქვს.
OnePlus Band-ს შეუძლია 13 სახეობის ვარჯიშის გარჩევა, მათ შორის სირბილი და იოგაც არის. არის პულსის, ძილის და ჟანგბადის დონის სენსორებიც. დატრეკილი მონაცემები Health App-ში გადაიცემა.
სამაჯური Bluetooth 5.0 პროტოკოლით კომუნიცირებს სმარტფონთა და მუშაობს, როგორც საათი, მულტიმედია პულტი, ტაიმერი და მაღვიძარა.
ამ ეტაპზე OnePlus Health App მხოლოდ Android პლატფორმაზე მუშაობს და შესაძლებელი არ არის iPhone-ზე მიერთება.
OnePlus Band-ის საფასური 2499 ინდური რუპიაა რაც დაახლოებით 115 ლარია. მოწყობილობა შავი სამაჯურით გაიყიდება, თუმცა სხვა ფერები ცალკე იქნება ხელმისაწვდომი.
უცნობია აპირებს თუ არა OnePlus სიახლე ინდოეთის საზღვრებს მიღმა გამოუშვას, რაც სავარაუდოდ მათი ჭკვიანი საათის გამოშვების შემდეგ არის უფრო მოსალოდნელი.