მაღალი გამტარუნარიანობის სატელიტურმა სისტემამ Starlink ბრიტანეთის კავშირგაბმულობის რეგულატორისგან საკუთარი ტერმინალების გაყიდვის და მოხმარების ლიცენზია მიიღო.

ელონ მასკის კომპანიამ მუშაობის დაწყების ნებართვა უკვე ნოემბერში მიიღო და ბრიტანეთის გარდა მათ სამომხამრებლო ტერმინალების ლიცენზია გერმანიაში, საბერძნეთში და ავსტრალიაშიც აიღეს.

Starlink-მა უკვე გაუშვა ასეულობით სატელიტი და სერვისის ბეტა ტესტირება ჩრდილოეთ ამერიკაში. გასული წლის ბოლოს ა.შ.შ-ს კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ ნება დართო მათ მიიღონ მონაწილეობა სატენდერო კონკურსში, რომელიც მცირედ დსახლებული პუნქტებისთვის მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს. ჯამში კომპანიამ $855 მილონის სუბსიდია მიიღო.

ნებართვის მიღება Starlink-ს საშუალებას მისცემს ბრიტანულ ბაზარზე შევიდეს სადაც ის ადგილობრივ პროვაიდერებს გაუწევს კონკურენციას, როგორიცაა BT Group plc და ტრადიციული სატელიტური პროვაიდერები, რგორიცაა Inmarsat Group Holdings Ltd. კონკურენციას მათ OneWeb პროვაიდერიც გაუწევს, რომელსაც სატელიტები დაბალ ორბიტაზე აქვს გაყვანილი.

წინა სტატიაOnePlus Band – ჭკვიანი სამაჯური
შემდეგი სტატიაGoogle ახალ MicroDroid-ზე მუშაობს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი