ტაივანურმა კომპანია TSMC-მ უვეკ დაიწყო 3 ნანომეტრიანი ჩიპების წარმოების ტექნოლოგიის ტესტირება Apple-ისა და Intel-ისათვის, რომლებიც პირველები გავლენ ბაზარზე აღნიშნული ტექნოლოგიით. სავარაუდოდ Intel ჩიპებს შემდეგი თაობის ნოუთბუქებსა და მონაცემთა დამუშავების ცენტრებში გამოიყენებს, ხოლო Apple iPad-ის ახალ მოდელში.
როგორც გაზეთი Nikkei Asia წერს, TSMC პროცესორების წარმოებას ორივე კომპანიისთვის მომავალი წლიდან დაიწყებს. 3 ნონომეტრიანი ჩიპების მასიური წარმოება 2022 წლის მეორე ნახევრისთვისაა დაგაგმილი, ხოლო მათ საფუძველზე შექმნილი პირველი პროდუქტები 2023 წლისთვის გამოჩნდება. Nikkei-ს მონაცემებით, Apple iPad იქნება პირველი მოწყობილობა 3 ნმ. პროცესორით. iPhone-ის შემდეგი თაობა სავარაუდოდ 4 ნანომეტრიანი ჩიპით იქნება აღჭურვილი.
TSMC-ში თვლიან, რომ 3 ნანომეტრზე გადასვლა წარმადობას 10-15%-ით გაზრდის 5 ნანომეტრთან შედარებით, ხოლო ენერგომოხმარება 25-30%-ით შემცირდება.
მიმდინარე მომენტისთვის TSMC არიზონას შტატში მიკროსქემების ქარხანას აშენებს, რომლის ღირებულებაც 12 მილიარდი აშშ დოლარია. საწარმოო 5 ნანომეტრიანი ტექპროცესით იმუშავებს, ხოლო ინტელი 20 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებს ორ ქარხანაში ასევე არიზონაში.