გუშინ კომპანია Intel-მა უახლოესი რამდენიმე წლის ტექნოლოგიური განვითარების გეგმა გააზიარა. ცნობილია, რომ კომპანიაში პეტ გელსინჯერის დაბრუნების შემდეგ მათ გადაწყვიტეს საწარმოო სიმძლავრეები სხვა კომპანიებისთვისაც გახსნან ისე, როგორც ამას TSMC და SAMSUNG აკეთბს. ახა უკვე ოფიციალურადაა ცნობილი, რომ Intel Foundry Services ქარხნებში მომავალში Qualcomm-ის ჩიპების წარმოება იქნება გაშვებული. ახლა Qualcomm იყენებს SAMSUNG-ისა და TSMC-ს საწარმოო სიმძლავრეებს.

მეორე მნიშვნელოვანი სიახლეა ნანომეტრებიდან ანგსტრემებზე გადასვლა

მარკირების შეცვლა

Intel-მა მიკროსქემების წარმოების ტექნოლოგიური კვანძების მარკირება შეცვალა. ეს ციფრები თავიდანვე უნდა ყოფილიყო ტრანზისტორების ზომებზე მიმთითებელი, მაგრამ მარკეტოლოგების ხელში აღმოჩნდნენ და მათი მნიშვნელობა დროთა განმავლობაში უნდა შემცირებულიყო პროგრესის შესაბამისად. ახლა Intel ისევე მოიქცევა როგორც TSMC და Samsung, რომ არ გამოიყურებოდეს ჩამორჩენილად მათ ფონზე.

ძველი დასახელებაახალი დასახელებადაგეგმილია გამოშვებისთვისპროდუქტებიფუნქციები
10SF10SFახლაTiger Lake
SG1
DG1
Xe-HPC Base Tile
Agilex-F/I FPGA
SuperMIM
Thin Film Barrier
უკვე გაყიდვაშია
10ESFIntel 72021 H2Alder Lake (21)
Raptor Lake (22)?
Sapphire Rapids (22)
Xe-HP
Xe-HPC IO Tile
+10-15% PPW
ახალი FinFET
7 ნმIntel 42022 H2
2023 H1
Meteor Compute Tile
Granite Compute Tile
+20% PPW
Больше EUV
7+Intel 32023 H2+18% PPW
ნაკლები ზომა
მეტი EUV
5 ნმIntel 20A2024RibbonFET
PowerVia
5+Intel 18A2025მე-2 თაობის RibbonFET
High NA EUV

ახალი სქემის თანახმად “Intel 10nm Enhanced Super Fin” მარკირების თანახმად გამოყენებული იქნება “Intel 7”, რადგანაც აქ მიკროსქემების სიმჭიროვე შეესაბამება TSMC-ისა და Samsung-ის 7 ნანომეტრიან კვანძებს. ამ ტექნოლოგიურ პროცესის დანერგვას კომპანია 2022 წლის პირველ კვარტალში დანერგავს (TSMC და Samsung უკვე 5 ნანომეტრზე მუშაობენ).

ტექპროცესი “Intel 4”, რომელსაც კომპანია ადრე “7 ნანომეტრად” მოიხსენიებდა ახლა შეესაბამება TSMC-სა და Samsung-ის 4 ნანომეტრიან კვანძს და მისი ამოქმედება 2023 წლიდან არის დაგემილი.

ძველი სახელწოდება 10ESF-ს შეესაბამება ახალი Intel 7, ძველი 7 ნმ – ახალი Intel 4, ძველი 7+ გახდა ახალი Intel 3, 5 ნმ გახდა Intel 20A, ხოლო 5+ გახდა Intel 18A

ტრანზისტორების მაქსიმალური სიმჭიდროვე (მილიონი ტრანზისტორი კვადრატულ მილიმეტრზე)
IBMTSMCIntelSamsung
22 ნმ16,50
16/14 ნმ28,8844,6733,32
10 ნმ52,51100,7651,82
7 ნმ91,20100,7695,08
5/4 ნმ171,30~200126,89
3 ნმ292,21
2 ნმ / 20A333,33

Intel 20A

როცა ნანომეტრები დასრულება, Intel გვთავაზობს ანგსტრემებზე გადასვლას, რაც უფრო ნაკლები სიდიდეა.

1 ანგსტრემი = 10-10 მეტრია და შედარებით მოხეხებული საზომი ერთიულია, ის ელექტრონის ორბიტის დიამეტრს შეესაბამება წყალბადის ატომში და ასევე ატომური მესერის ბიჯს კრისტალების უმრავლესობაში.

202ტ წელს კომპანიას უნდა “Intel 20A” ტექნოლოგიური კვანძის ათვისება, რაც 2 ნანომეტრის ტოლფასია, მაგრამ ადრე Intel-ის მარკირებით ეს “5 ნმ” იყო. 2025 წელს კომპანია “Intel 18A”-ზე დაიწყებს მუშაობას.

ამ ტექნოლოგიურ კვანძში კომპანია ზოგიერთ არქიტექტურულ ცვლილებას შეიტანს. წლების განმავლობაში Intel იყენებდა FinFET ტრანზისტორებს, მაგრამ Intel 20A-ში გადავა Gate-All-Around (GAA) ტრანზისტორებზე, რომელსაც კომპანიაში RibbonFET-ს უწოდებენ.

GAA დიზაინის საშუალებით მწაროებლებს შეუძლია რამდენიმე არხის ერთმანეთზე დალაგება, რითაც ჩიპების სიმჭიდროვე იზრდება.

Intel 20A-ში ასევე გამოყენებული იქნება PowerVia ტექნოლოგია, რომელიც ჩიპების პროექტირების ახალი მეთდია, სადაც კვება კვება ჩიპს ქვევიდან მიეწოდება. ასეთი დიზაინის გამოყენებისას მიკროსქმის ქვეით არის განთავსებული ენერგიის მიწოდების ფენა, შემდეგ ტრანზისტორები და შემდეგ სასიგნალო არხები.

ტრადიციულ კონსტრუქციაში ტრანზისტორები ქვევითაა განთავსებული და ზევით მოთავსებული კვებისა და სასიგნალო არხების ფენები ერთმანეთშია შერწყმული, რომ მიაღწიონ ტრანზისტორების ფენას.

Intel-მა ღონისძიებაზე ხაზი თავის ისტორიულ უპირატესობაზე მიკროსქემების წარმოებაში. კომპანია ცდილობს აგვიხსნას, რომ 10 ნანომეტრიანი ტექპროცესის პრობლემები უბრალოდ უსიამოვნო ინციდენტია ათწლეულების განმავლობაში ლიდერობის ფონზე. ასეთი არ განმეორდება, Intel-მა გადაწყვიტა დაიბრუნოს ძველი დიდება. კომპანია ამბობს, რომ Intel Foundry Services-ის კლიენტები შეძლებენ ყველაზე ახალი ტექნოლოგიებით სარგებლობას, როგორცაა Intel 3, Intel 20A, Foveros, Foveros Omni, Foveros Direct და PowerVia.

წინა სტატიაARM-მა ყველაზე რთული დრეკადი პროცესორი შექმნა
შემდეგი სტატიამეცნიერებმა სუფთა ენერგიისგან მატერია შექმნეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი