ბოლოდ დროს გაიზარდა CS:GO-ს მოთამაშეების უკმაყოფილება ჩითერების თავგასულობის გამო. Valve-ს წარმომადგენლებმა რა თქმა უნდა ვერ შეძლეს ამ სიტუაციის იგნორირება და საზოგადოებას ამ პრობლემის მოგვარებისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ შეატყობინეს. კომპანიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ტრადიციულმა მეთოდებმა ეფექტურობა დაკარგა და ჩით-პროგრამები დაცვის მექანიზმებზე უფრო სწრაფად ვითარდება. Valve-ში გადაწყვიტეს დაცვის ნოვატორული სისტემა გამოიყენონ, რომელიც მანქანური შესწავლის პირნციპით მუშაობს. სხვა სიტყვებით, რო ვთქვათ ჩითერების აღმოჩენით CS:GO-ში ხელოვნური ინტელექტი დაკავდება.
კოპმანიის წარმომადგენელმა თქვა: “ყოველდღიურად CS:GO-ში მილიონობით მატჩი ტარდება, ამიტომაც ჩითერებთან წარმატებული ბრძოლისათვის საჭიროა სისტემა, რომელიც ყოველი მოთამაშის მოქმედებებს ჩაუტარებს ანალიზს რეალურ დროში. ეს იმას ნიშნავს, რომ საჭიროა მონაცემთა დამუშავებს ცენტრი, რომელშიც ათასობით პროცესორი იქნება გაერთიანებული.”
ახალი ტექნოლოგიის ადრეული ალფა ვერსია უკვე მუშაობს თამაშშ და დროთა განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი მიაღწევს იმ დონეს, რომ ჩითერების ავტომატური იდენტიფიკაცია შეძლოს. Valve-ის თანამშრომლებს კი არ მოუწევთ დროისა და რესურსებიც ხარჯვა დაცვის ახალი მეთოდების შემუშავებაზე და მათი მთავარი ამოცანა აღნიშნული ხელოვნური ინტელექტის მოქმედებების უმნიშვნელო კორექტირება იქნება.