CES 2022: AMD Ryzen 7000 Zen 4

CES 2022 გამოფენის ფარგლებში AMD-ს გენერალურმა დირექტორმა Ryzen 7000 სერიის ახალი თაობის პროცესორები წარმოადგინა, რომლებიც გაყიდვაში უკვე 2022 წლის მეორე ნახევარში გამოვა. აღინიშნება, რომ პროცესორები 5 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით TSMC-ის ქარხნებში დამზადდება და წარმადობას საგრძნობლად გაზრდის.

Ryzen 7000 AM5 სოკეტზე გადავა LGA კონსტრუციით, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტაქტები სოკეტშივე იქნება ჩაშენებული. დღემდე კომპანიის პროცესორები PGA კონსტრუქციაზე იყო დაფუძნებული. მიუხედავად ამისა არსებული AM4 ქულერები კონსტრუქციულად თავსებადი იქნება ახალ AM5 სტანდარტთან.

გარდა ამისა, კომპანიამ წარმოადგინა Ryzen 7 5800 X3D, რომელიც პრიველი სათამაშო პროცესორია 3D V-Cache ტექნოლოგიით. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კეშის 3D მონტაჟის ტექნოლოგიამ საგრძნობლად გაზარდა წარმადობა წინა თაობის პროცესორთან შედარებით.

Ryzen 7 5800X3D – 8 ბირთვიანი, 16 ნაკადიანი პროცესორია 3.4 გიგაჰერცით და ტურბო-ბუსტიტ 4,5 გიგაჰერცამდე. TDP – 105 ვატს შეადგენს. პროცესორი თავსებადია 400 და 500 სერიის ჩიპსეტებთან AM4 სოკეტზე. სიახლე გაზაფხულზე გახდება ხელმისაწვდომი. პროცესორის ფასი ჯერ არ არის ცნობილი.

უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები ტრამპს თეთრ სახლში გამართულ ვახშამზე შეხვდნენ

რამდენად დიდი შეიძლება იყოს შავი ხვრელი?

ტრამპი ტარიფებით იმუქრება მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა Google-ს 2.95 მილიარდი ევრო დააკისრა

Samsung-ის One UI 8-ის გამოშვების განრიგი, როდის მიიღებს თქვენი Galaxy სმარტფონი Android 16-ს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *