ილინოისს სურს აიძულოს Apple დაუშვას აპს-შიდა გადახდის ალტერნატიული მეთოდები

ილინოისის შტატის ხელისუფლებამ სენატს წარუდგინა კანონპროექტი შიდა გადახდის მეთოდების დანერგვის შესახებ, რომლებიც იმუშავებს App Store-ის გვერდის ავლით. ამით მათ სურთ გაზარდონ ადგილობრივი დეველოპერების მოგება და დაუპირისპირდნენ Apple-ისა და Google-ის დუოპოლიას.

მანამდე რამდენიმე შტატმა, მათ შორის არიზონამ და კალიფორნიამ, მსგავსი კანონპროექტების მიღება სცადეს, მაგრამ ადგილობრივმა საკანონდებლო ორგანოებმა ეს კანინი ჩააგდეს. არიზონას სპიკერმა რეგინა კობმა განაცხადა, რომ Apple-სა და Google-ს თითქმის ყველა შტატში ჰყავთ ლობისტები, რომლებიც ხელს უშლიან ასეთი კანონების მიღებას.

https://www.macrumors.com/2022/01/19/illinois-bill-in-app-purchase-alternatives/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *