კომპანია AdDuplex-მა გამოაქვეყნა ახალი სტატისტიკური მონაცემები Windows-ის ვერსიების გამოყენების შესახებ. შეგახსენებთ, რომ სტატისტიკური მონაცემები 5000 აპლიკაციიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა, რომლებიც AdDuplex-ის SDK-ს იყენებენ. რეალური ციფრები შესაძლოა განსხვავებულიც კი იყოს, მაგრამ ყოველთვიური ანგარიშები ერთადერთი წყაროა Windows-ის ვერსიების დისტრიბუციის შესახებ.

2022 წლის ბოლოსთვის Windows 11-ის წილმა 16,1% მიაღწია. ეს ორჯერ მეტია ვიდრე 2021 წლის ნოემბერში, როცა ის 8,6% გახდა. იგივე პერიოდში Windows 10 November 2021-ის განახლების წილმა 12,1% მიაღწია.

ყველაზე პოპულარულ ვერსიად მაინც Windows 10 May 2021 რჩება, რომელიც მიმდინარე პერიოდისთვის 28,6% კომპიუტერებზეა დაყენებული. მეორე ადგიზეა October 2020 განახლება 26,3% წილით. 2020 წლის მაისის განახლება სამეულიდან გავარდა.

წინა სტატიაილინოისს სურს აიძულოს Apple დაუშვას აპს-შიდა გადახდის ალტერნატიული მეთოდები
შემდეგი სტატიაექსპერტები “კვანტურ აპოკალიფსზე” ალაპარაკდნენ

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი