“ყველაფერი რასაც ინტერნეტში ვაკეთებთ ახლა, ონლაინ შესყიდვები, საბანკო გადარიცხვები და თუნდაც სოციალური ურთიერთობები დაშიფრულია” – ამბობს ჰარი ოუენი, კომპანია PostQuantum-ის სტრატეგიული დირექტორი. კვანტური კომპიუტერების საშუალებით ბოროტმოქმედები შეძლებენ “სრულად გვერდი აუარონ დაცვის სისტემები და მოიპარონ ფული მომხმარებლების საბანკო ანგარიშებიდან”, ამბობს ის.

ილიას ჰანი, კომპანია Quantinuum-ის დირექტორი ეთანხმება კოლეგის აზრს და დაშიფრვის გამხსნელ კვანტურ კომპიუტერებს “ჩვენი ცხოვრების სტილისთვის საფრთხეს” უწოდებს.

თუმცა კვანტური აპოკალიფსის დადგომამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა დარჩენილი და არავინ იცის დადგება თუ არა ის საერთოდ, სხვა და სხვა ქვეყნების მთავრობები ამ მიმართულებით ზომებს იღებენ. მაგალითისთვის ა.შ.შ-ს ვაჭრობის სამინისტრომ შავ სიაში შეიტანა ჩინური კომპანიები, რომელთა ნაწილიც შიფრაციის მეთოდების გატეხვის პოტენციალის გამო მოხვდა იქ.

Google-ისა და Microsoft-ის მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ამ ტენდენციის აღმოჩენა შესაძლებელი იქნება – ისინი აწარმოებენ მნიშნვნელოვანი საიდუმლო მონაცემების კვანტურ შემოწმებას. ა.შ.შ-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ნაციონალური ინსტიტუტი ასევე იმედოვნებს შეიმუშაოს სტატეგია, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცვას უზრუნველყოფს.

წინა სტატიაWindows 11 – კომპიუტერების 11%-ზე არის დაყენებული
შემდეგი სტატიაგამოვიდა Xiaomi Redmi Note 11 სერიის სმარტფონები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი