IBM-მა გააფორმა პარტნიორობა კანადის კვებეკის პროვინციასთან, რომ დააყენოს პირველი კანადაში უნივერსალური კვანტური კომპიუტერი. 5 წლიანი შეთანხმების თანახმად IBM დააყენებს quantum System One-ს Quebec-IBM Discovery Accelerator პორგრამის ფარგლებში, რომელიც სამეცნიერო და კომერციული ამოცანებისთვისაა განკუთვნილი.

ერთობლივი მუშაობის შედეგად IBM და კვებეკის მთავრობა განავითარებენ მიკროელექტრონიკის სფეროს, მათ შორის მიკროსქმებსი შეფუთვას, რომელიც IBM-ის წარმოებაში განხორციელდება პროვინციაში. ისინი ასევე აპირებენ აჩვენონ თუ, როგორ მუშაობენ კვანტური და კლასიკური კომპიუტერები სამეცნიერო პრობლემების გადაწყვეტაში და ელოდებიან, რომ კვანტური ხელოვნური ინტელექტი შეძლებს ახალი მედიკამენტებისა და მატერიალების შექმნაში დახმარებას.

IBM არ ამბობს თუ, როდის აპირებს კანადაში კვანტური კომპიუტერის დაყენებას.

ეს უკვე მე-5 პარტნიორობაა Quantum One-ის ფარგლებში, როცა მსგავსი შეთანხმებები გაფორმდა გერმანიასთან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან და ა.შ.შ-თან. Toyota-მ მიიწვია იაპონური სტარტაპი QuanaSys ახალი მატერიალის შექმნისთვის ელექტრომობილების აკუმლატორებისთვის. ის იყენებს 27 კუბიტიან კვანტურ კომპიუტერს Q System One ზეგამტარ კუბიტებზე.

ნოემბერში IBM-მა აღნიშნა, რომ მან შეძლო შეექმნა კვანტური პროცესორი Eagle 127 კუბიტზე. კომპანია გეგმავს 2022 წელს გამოუშვას პროცესორი Osprey 433 კუბიტით, ხოლო 2023 წელს – Condor 1 121 კუბიტით.

კანადაში მუშაობს კვანტური გამოთვლების კომპანია D-Wave. 2020 წლეს მათ 5 000 კუბიტიანი კვანტური კომპიუტერების Advantage მიწოდება ბიზნესებისთვის. Advantage წარმოადგენს ჰიბრიდულ გამომთვლეს კლასიკური და კვანტური გამოთვლითი პლატფორმებით. სისტემა დიდ ამოცანას ნაწილებად ყოფს მათი კვანტური და კლასიკური მეთოდებით გამოთვლისთვის.

წინა სტატიაალექს კიპმანმა უარყო, რომ HoloLens 3-ის შემუშავება შეწყდა
შემდეგი სტატიაFacebook 2022 წელს 10 მილიარდ დოლარს დაკარგავს iOS 15-ის შეზღუდვების გამო

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი