Microsoft Defender ხელმისაწვდომია Windows, MacOS, iOS და Android პლატფორმებისთვის

მაიკროსოფტმა გამოუშვა ახალი კროს-პლატფორმული Microsoft Defender აპი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკური პირებისთვის. აპლიკაცია გამარტივებული მართვის პანელია, რომელსაც შეუძლია დაინსტალირებულ ანტივირუსულ პროგრამასთან დაკავშირება და ის ასევე უზრუნველყოფს მომხმარებლებს მოწყობილობის დამატებით დაცვას.

დღეიდან Microsoft 365 პერსონალურ და საოჯახო აბონენტებს შეუძლიათ ისარგებლონ Microsoft Defender-ით თავიანთ Windows, macOS, iOS ან Android მოწყობილობებზე. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციის მახასიათებლების ნაკრები განსხვავდება პლატფორმის მიხედვით. მაგალითად, iOS და iPadOS ვერსია არ შეიცავს ანტივირუსულ დაცვას, მაგრამ მომხმარებლებს სთავაზობს დაცვას ვებ ფიშინგისგან.

Android-ის ვერსიას გააჩნია ჩაშენებული ანტივირუსი, შეუძლია სისტემის სკანირება მავნე აპებისთვის და შეამოწმოს ბმულები ფიშინგის შეტევებისგან დასაცავად. Windows-ზე კი აპი უფრო საინფორმაციო დაფაა და არ ცდილობს შეცვალოს წინასწარ დაინსტალირებული Windows Security აპი. Microsoft Defender-ით შეგიძლიათ ნახოთ მონაცემები მესამე მხარის ანტივირუსებიდან, ასევე მართოთ უსაფრთხოების სისტემა სხვა დაკავშირებულ მოწყობილობებზე.

რამდენად დიდი შეიძლება იყოს შავი ხვრელი?

ტრამპი ტარიფებით იმუქრება მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა Google-ს 2.95 მილიარდი ევრო დააკისრა

Samsung-ის One UI 8-ის გამოშვების განრიგი, როდის მიიღებს თქვენი Galaxy სმარტფონი Android 16-ს

წარმოდგენილია Lenovo Legion Go 2-ის ახალი პორტატული კომპიუტერი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *