ორ დღიანი ბიზნეს ფორუმი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის KIUInnovate პლატფორმის ფარგლებში იმართება. ღონისძიება 26-27 ოქტომბერს ტარდება და პირველი ბიზნეს ფორუმია თემაზე „უნივერსიტეტების მესამე მისია: ინოვაციების ეკოსისტემის განვითარება საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის.“
უნივერსიტეტის ცნობით, ფორუმზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მონაწილეები ქართველ კოლეგებთან ერთად პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებსა და ვორკშოპებს ჩაატარებენ. საუბრები შეეხება უნივერსიტეტის როლს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებაში, თუ როგორ უწყობენ ხელს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. ღონისძიების მიზანი უნივერსიტეტში მეწარმეობისა და ინოვაციების დანერგვა და განვითარებაა.
საინტერესოა, რომ ბიზნეს ფორუმი აერთიანებს მთავრობის, ბიზნესის, უნივერსიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, ელჩებს, ჩამოსულ სტუმრებს აშშ-დან, ისრაელიდან, გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.
მთავარი სიახლეები