ამერიკულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა Forbes-მა, კომპანია სამსუნგი მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებლად დაასახელა. Apple-მა კი მეხუთე ადგილი დაიკავა.
აღნიშნული რეიტინგი Forbs-მა Statista-ს მხარდაჭერით შეადგინა.
ამ შემთხვევაში, საუბარი ეხება არა Samsung Electronics-ს, არამედ მთელ Samsung Group Corporation-ს. მეორე ადგილი მაიკროსოფტმა დაიკავა, სამეული კი IBM-მა დახურა. რეიტინგში, მოხვდნენ Alphabet (მე-4 ადგილი), Apple (5 ადგილი), BMW (13 ადგილი) და Amazon (14 ადგილი).
პირველი ათეული, Samsung-ის გარდა, მთლიანად ამერიკული კომპანიებისგან შედგება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ხუთეულში მხოლოდ IT კომპანიები შედის.
ამ რეიტინგის შესადგენად Statista-მ სრულ განაკვეთზე და ნახევარ განაკვეთზე მომუშავე 150 000 თანამშრომლები გამოკითხა 57 ქვეყნიდან. მონაწილეებს ჰკითხეს გაუწევდნენ თუ არა დამსაქმებლებს რეკომენდაციას მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან.