მთავარი ინოვაციები
Man with Electrode Wires on Head --- Image by © Adrianna Williams/Corbis

ელონ მასკი ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის დაკავშირებას ოთხ წელიწადში გვპირდება

რამდენიმე კვირის წინ გამოაშკარავდა ელონ მასკის ახალი წამოწყება Neuralink-ის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ტვინი-მანქანა ინტერფეისის შემუშავებაზე მუშაობს. ახლა უკვე მასკმა Wait But Why-სთან ინტერვიუში ამ პროექტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გაუზიარა ფართო საზოგადოებას. Neuralink მუშაობს მოწყობილობებზე, რომლებიც ჩვენს ტვინში უნდა შეერთდეს და მსგავსი კვლევებით ასევე მარკ ცუკერბერგის Facebook-იც კი არის დაკავებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სიახლეში ის არის, რომ მასკი და მისი გუნდი უკვე საკმაოდ ახლოსაა ამ ტექნოლოგიის განხორციელებასთან. SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ მათ ბაზარზე გამოსაშვები პროდუქტი დაახლოებით “ოთხ წელიწადში ექნებათ”

მოწყობილობა, რომელიც ჩვეულებრივი ჯანმრთელი ადამიანებისთვის იქნება ხელმისაწვდომი 8-დან 10 წლამდე ვადაში გამოვა. მაგრამ თუ გუნდი შეძლებს იმპლანტირებადი, ბიოთავსებადი უკაბელო მოწყობილობის შექმნას, რომლის საშუალებითაც ადამიანები შეძლებენ კომპიუტერთან კომუნიკაციას აზრების ტრანსლირების საშუალებით მასკი ამ პროდუქტს აუცილებლად დანერგავს და ყველაფერს გააკეთებს მისი წარმატებისთვის. მასკი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანის არსებობას მომავალში და სწორედ, რომ მანქანასა და ადამიანებს შორის სიმბიოზი იქნება ერთადერთი რამ რაც გადავარჩენს.

 

წინა სტატიაMicrosoft Wunderlist-ს ახალი To-Do აპლიკაციით ჩაანაცვლებს
შემდეგი სტატიაWindows 10-ის მნიშვნელოვანი განახლებები გაზაფხულსა და შემოდგომაზე გამოვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი