Mac-ის მომხმარებლები ბოლო დროს უფრო მეტად ხდებიან ვირუსების მსხვერპლი და ეს ყველაფერი მას შემდეგ რაც წლების განმავლობაში პლატფორმა მსგავსი საფრთხისგან ყველაზე დაცულად მიიჩნეოდა. Check Point-ის მკვლევარებმა აღმოაჩინეს Dok ვირუსი, რომელიც პირველი მასშტაბური ტროას ცხენია Mac პლატფორმისათვის. შეტყბოინება, რომელიც უმთავრესად ევროპულ აუდიტორიაზეა გათვლილი მომხმარებელს სთავაზობს ZIP ფაილი ჩამოტვირთვას, რომლის გაშვების შემდეგაც ვირუსის შემქმნელი კომპიუტერის მართვის სადავეებზე იღებს წვდომას, რა დროსაც შეუძლია ინტერნეტ ტრაფიკის მონიტორინგი, პირად მონაცემებზე წვდომა და რაც მთავარია ავტომატურად ინადგურებს თავს და შლის მისი მოქმედების ყველანაირ კვალს.
როგორც ბევრი ელფოსტის მიბმული ფაილით გავრცელებადი ვირუსი ის კომპიუტერს ავტომატურად არ დაავირუსებს და ამისთვის საკმარისი არ არის ელფოსტის წაკითხვა. გარდა იმისა, რომ მომხმარებელი შეიძლება ადვილად მოტყუვდეს და გადმოწეროს დავირუსებული ფაილი ის ასევე ახერხებს maOS-ში ჩაშენებული GateKeeper-ის მოტყუებას სპეციალური სერტიფიკატით.
ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ ვირუსის გამოჩენამ ცხადყო არის ის, რომ არ არის საკმარისი უბრალოდ Mac-ის მომხმარებლები ვიყოთ იმისთვის, რომ თავი უსაფრთხო ვიგრძნოთ. ვირუსული კოდის ავტორები ჯერ კიდევ ინარჩნებენ ტრადიციებს და Windows პლატფორმაზე უფრო აქტიურობენ, მაგრამ უკვე გამოჩნდა ზოგიერთი მათგანი, რომლებიც Mac-ზე გადავიდა, რაც ახალი სექტორის ათვისებისკენ გადადგმული ნაბიჯია და შავ ბაზარზე გაცილებით ურო ძვირად ფასობს.