Google Maps-ში ქუჩების რედაქტირების ფუნქცია დაემატა

Google Maps არის ერთ-ერთი საუკეთესო რუკების სერვისი მსოფლიოში. კომპანია Google გამუდმებით მუშაობს ამ სერვისის გაუმჯობესებაზე, რათა მომხმარებლებმა მიიღონ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია ქუჩების, ნაგებობების და დაწესებულებების შესახებ. თუმცა, ისეთ დიდ კომპანიასაც კი, როგორიც არის Google, უჭირს მოგვწოდოს აქტუალური მონაცემები. ამიტომ, ამიერიდან მომხმარებლებლები შეძლებენ დაეხმარონ Google-ს რუკის გაუმჯობესებაში. გასული წლის დასასრულს Google-მა გამოაცხადა Map Maker სერვისის დახურვის შესახებ. ამ სერვისით მომხმარებლებს შეეძლოთ რუკაში ცვლილებების შეტანა. საბედნიეროდ, ამ კვირას ხელმისაწვდომი გახდა Google Maps-ის iOS და Android აპლიკაციები ქუჩების რედაქტირების ფუნქციით.

Google-ის წარმომადგენლების განცხადებით, Map Maker-ში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი იყო ქუჩების დამატებისა და რედაქტირების ფუნქცია. სწორედ ამიტომ ეს ფუნქცია დაამატეს Google Maps-ის უახლეს განახლებაში.

[appbox googleplay id=com.google.android.apps.maps]

[appbox appstore id585027354]

დაკვირვებადი სამყარო 93 მილიარდი სინათლის წელია, მაგრამ რა არის მის მიღმა? აი, რა არ შეგვიძლია დავინახოთ…

ხელოვნური ინტელექტი ახალ მიდგომებთან კომბინაციაში წამლების შექმნას ორჯერ დააჩქარებს — Reuters

Google-ის აქციები 8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საძიებო გიგანტმა ანტიმონოპოლიურ საქმეში უმძიმესი სასჯელი აიცილა თავიდან

Anthropic ახლა $183 მილიარდი ღირს. კომპანიის შეფასება ექვს თვეში სამჯერ გაიზარდა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *