8 მაისს HMD Global სპეციალურ ღონისძიებას ჩაატარებს ინდოეთში, რომელზეც თავის სიახლეებს წარადგენს ადგილობრივი ბაზრისთვის, ხოლო მოგვიანებით რელიზი საქართველოშიც მოხდება. ჯერ ჯერობით ცნობილია მხოლოდ სავარაუდო თარიღები, თუმცა მოგვიანებით უფრო ზუსტი დეტალებიც შეიძლება გახდეს ცნობილი.
Nokia-ს ერთადერთმა დისტრიბუტორმა “სავაჭრო სახლი გოლეთიანი”-მა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ პირველ რიგში ქართულ ბაზარზე Nokia 3310 შემოვა რაც ამ კვირის ბოლომდე მოხდება, ხოლო მიმდინარე თვის შუა რიცხვებისკენ Nokia 3-ის გამოჩენას უნდა ველოდეთ. რაც შეეხება Nokia 5 ივნისის შუა რიცხვებში არის დაგეგმილი, ხოლო Nokia 6 ივლისის დასაწყისიდან გამოჩნდება ადგილობრივ ტექნიკის მაღაზიებში.
რაც შეეხება ფასებს ზუსტი მონაცემები ჯერ-ჯერობით უცნობია თუმცა მხედველობაში შეგვიძლია მივიღოთ Nokia-ს ოფიციალურ საიტზე მითითებული ფასები ვალუტის კურსის შესაბამისად.