Qualcomm-ის უახლესი საშუალო რანგის მობილური ჩიპესეტები Snapdragon 630 და 660 შექმნილია იმისთვის, რომ სმარტფონების მომხმარებლებს ქონდეთ უფრო მეტი სიმძლავრე, მკვეთრი ფოტოები, კავშირის სიჩქარე LTE და Wi-Fi ქსელებში და სხვა ახალი ფუქნციონალი.

გეიმინგის მოყვარულებიც არ დავიწყებიათ და ახალი პროცესორების გრაფიკული შესაძლებელი 20 – 30 პროცენტით არის გაძლიერებული, რაც უკეთეს წარმადობას იძლევა თამაშებში და გრაფიკულად ინტენსიურ აპლიკაციებში.

ორივე 630 და 660 არის 14 ნანომეტრიანი ჩიპი, რომლებსაც შეუძლია 4K ვიდეოს გაშვება და ჩაწერა. ორივე წინამორბედების მსგავსად იყენებს Spectra 160 ISP კამერას, რომელიც Snapdragon 820-თან ერთად გამოვიდა გაუმჯობესებული გამოსახულების ხარისხით. 660-ს დამატებითი სიმძლავრე აქვს Hexagon 680 DSP-ის წყალობით, რომელიც აუდიოსა და ვიზუალური მაჩვენებლებს აძლიერებს.

Snapdragon X12 LTE მოდემი ახალ RF ტრანსიცერს შეიცავს რითაც ჩამოტვირთვის სიჩქარე 600 მეგაბიტამდე იზრდება. არის 2×2 MU-MIMO 802.11ac Wi-Fi-ის მხარდაჭერაც. Qualcomm ამბობს, რომ ეს განახლებები აუმჯობესებს სიგნალის გამტაროებას აგურისა და ბეტონის კედლების გავლით.

660 და 630 ჩიპსეტებს აქვთ Bluetooth 5 და Qualcomm Quick Charge 4-ის მხარდაჭერა რაც აკუმლატორს 50%-მდე მუხტს 15 წუთში მიაღებინებს. მათ ასევე აქვთ Snapdragon Neural Processing Engine SDK-ის მხარდაჭერა, რაც დეველოპერებს მანქანური დასწავლის ტექნოლოგიების დანერგვის საშუალებას მისცემს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here