Instagram-მა განაახლა საკუთარი საიტის მობილური ვერსია. ახლა უკვე მომხმარებლებს შეუძლიათ ფოტოგრაფიების ლენტაში ატვირთვა. ადრე ამის გაკეთება ხელმისაწვდომი მხოლოდ ოფიციალური აპლიკაციიდან იყო შესაძლებელი.

instagram.com-ის მობილურიდან ან პლანშეტიდან გახსნის შემთხვევაში დარეგისტრირებულ მოხმმარებელს შეეძლება ფოტოგრაფიების გალერეიდან ატვირთვა ან ახალი ფოტოს გადაღება კამერის საშუალებით. რედაქტირების შესაძლებლობები შეზღუდულია და მხოლოდ გამოსახულების მობრუნება და ფორმატის (კვადრატი ან მართკუთხედი) შერჩევაა შესაძლებელი.

ფილტრები, ვიდეოს ატვირთვა, “ისტორიის” შექმნა და პირადი შეტყობინებები მობილურ ვერსიაში არ არის ხელმისაწვდომი.

მობილურ ვერსიაში ასევე არის განყოფილება Explore (“ძიება და საინტერესო”). ადრე საიტზე მხოლოდ ლენტის დათვალიერება იყო შესაძლებელი. Instagram საიტის გადამუშავებულ ვერსიაზე მარტიდან მუშობს.

Instagram.com-ის ვებ-ვერსია არ შეცვლილა და მასზე ძველებურად მხოლოდ ლენტის დათვალიერება არის შესაძლებელი და Explore განყოფილებაში პუბლიკაციების ძიება.

Instagram-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მობილური საიტის ახალი ვერსია “დაეხმარება მომხმარებლებს მიიღონ უფრო სრული ფუნქციონალი დამოუკიდებლად იმისა თუ რომელ მოწყობილობაზე იყენებენ ინსტაგრამს”

Instagram.com-ის მობილური ვერსიის განვითარება კომპანიის ზრდის გლობალურ სტრატეგიას უკავშირდება. ამ სტრატეგიის ფარგლებში კომპანიამ ხელმისაწვდომი გახადა Instagram-ით სარგებლობა ინტერნეტთან კავშირის გარეშე Android მოწყობილობებზე. მომხამრებელს შეუძლია დაათვალიეროს ადრე ჩამოტვირთული ლენტა, დატოვოს კომენტარები და “დაალაიქოს” პუბლიკაციები, მოგვიანებით ეს მოქმედებები აქტუალური გახდება მოწყობილობის ქსელთან კავშირის აღდგენისთანავე.

ახალი მობილური ვერსია მნიშვნელოვანი იქნება მომხმარებლებისთვის განვითარებადი ქვეყნებიდან, რომლებსაც პრობლემები აქვთ ინტერნეტთან დაკავშირებისას და მათი მოწყობილობების სიმძლავრესთან. ეს გადაწყვეტილება ასევე უფრო ეკონომიურად მოიხმარს მობილურ ტრაფიკს რაც მნიშვნელოვანია იმ ოპერატორების მომხმარებლებისათვის სადაც მობილური ინტერნეტი ჯერ კიდევ ძალიან ძვირია.

აპრილის ბოლოსთვის Instagram-მა განაცხადა, რომ მისი აუდიტორია 700 მილიონია თვეში. კომპანიის წარმომადგენლებმა თქვს, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობააში სერვისი 100 მილიონი მომხმარებლით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კომპანიის ისტორიის განმავლობაში.

წინა სტატიაQualcomm-ის საშუალო რანგის პროცესორები მობილური გეიმინგისთვის
შემდეგი სტატიასაქართველოში პირველი ინტერნეტ სერვისცენტრი გაიხსნა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი