ინსტაგრამი ვებ ინტერფეისს ანახლებს, რათა მისით სარგებლობა დიდ ეკრანებზე მეტად მოსახერხებელი გახდეს.
ახალი დიზაინის მიხედვით, მენიუები და სიმბოლოები, როგორიც არის საწყისი გვერდი, ძიება, შეტყობინებები ახლა მარცხენა გვერდითა ზოლშია გადატანილი. ასევე კვლევის/ძიების გვერდი სრულ ბადეს აჩვენებს, რომელიც მთელ ეკრანს მოიცავს. შეტყობინებები გვერდითა ზოლში განთავსდა. ახალი ინტერფეისის მიხედვით, გვერდითი ზოლი იმ ეკრანის მიხედვით ფართოვდება და იშლება, რომელსაც იყენებთ.

Instagram-ის ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმ სიახლის შესახებ განცხადება 8 ნოემბერს პოსტის სახით გაასაჯაროვა, ფუნქციის საშუალებით, რომელიც პროფესიონალურ ანგარიშებს თავიანთი პოსტების დაგეგმვის საშუალებას აძლევს.
„ვიცით, რომ ბევრი ადამიანი ვებს მრავალი ამოცანის შესასრულებლად იყენებს. გვინდოდა დავრწმუნებულიყავით, რომ ინსტაგრამი მაქსიმალურად მოსახერხებელი იქნებოდა ინტერნეტში“, – თქვა მან და დაამატა, რომ ეს ახალი დიზაინი მეტად სწრაფი და მარტივი გამოსაყენებელია.

შეგახსენებთ, ძველ ვებ დიზაინში, პროფილის გახსნისას, სოციალური ქსელის თავზე განთავსებული იყო პოსტები, Reels ვიდეოები და ტეგები. სხვა ჩანართზე გადასვლის შემთხვევაში კი, მომხარებელს ზევით “ასქროლვა” უწევდა. ახალი დიზაინი ამ პრობლემას აგვარებს. განახლებული დიზაინი დიდ მონიტორებზე Instagram-ის გამოყენებას ბევრად გაამარტივებს.
კიდევ ერთი სიახლის მიხედვით, რომელიც ამ თვის დასაწყისში გახდა ცნობილი, კომპანიამ განაცხადა, რომ მალე ზოგიერთ შემქმნელს საშუალებას მისცემს NFT პირდაპირ აპლიკაციაში შექმნან და გაყიდონ.

წინა სტატიაBloomberg: Apple აძლიერებს Mac Pro ტესტირებას, ახალი MacBook Pro და Mac mini მომავალ თვეებში
შემდეგი სტატიაVR ჩაფხუტი, რომელიც რეალურად მოგკლავს, თუ თამაშში მოკვდები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი