სოციალურ ქსელ Instagram-ში ოქტომბრისთვის დაგეგმილი განახლებების შესახებ გახდა ცნობილი. ყველაზე საინტერესო და ნანატრი სიახლეა პოსტების ატვირთვა სამაგიდო კომპიუტერებიდან, რომელიც ხელმისაწვდომი არ იყო 11 წლის განმავლობაში, სოციალური ქსელის დაარსების დღიდან.

19 ოქტომბერს Instagram-ში ფუნქცია Collabs გამოჩნდება, რომელიც ორ მომხმარებელს ერთობლივი პუბლიკაციების შექმნის საშუალებას მისცემს. მათ ერთიანი ნახვები, მოწონებები და კომენტარები ექნებათ.

დესკტოპიდან დაპოსტვის ფუნქცია 21 ოქტომბერს გააქტიურდება. მომხმარებლები შეძლებენ ფოტოგრაფიების და 1 წუთამდე ვიდეო რგოლების ატვირთვას პლატფორმის სამაგიდო ვერსიიდან სადაც Instagram-ის აპლიკაცია არ არის ხელმისაწვდომი. სოციალური ქსელი ამ ფუნქციას ჯერ კიდევ ივნისში ატესტირებდა და ის უკვე მზად არის გაშვებისთვის.

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი