მკვლევარებმა 88.1 ათასი კვლევა განიხილეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მათ შორის 99.9% ხაზს უსვამს ადამიანების გავლენას დედამიწის კლიმატზე. განხილვაში შევიდა კვლევები, რომლებიც 2012 – 2020 წლებში ჩატარდა.

ანალოგიური დოკუმენტი 2013 წელს განიხილავდა 1991 – 2012 წლებში ჩატარებულ კვლევებს და მაშინ ეს მაჩვენებლი 97% იყო.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი მარკ ლაინასი, რომელიც კორნელის უნივერსიტეტის თანამშრომელია ხაზს უსვამ, რომ მიუხედავად კვლევის შედეგებისა, საზოგადოება მოკლებულია საჯაროდ საუბრებს ადამიანი როლის შესახებ კლიმატის ცვლილებაში.

ამავე უნივერსიტეტის სასოფლო სამეურნეო კოლეჯის დეკანი ბენჯამინ ჰოლტონი ამბობს, რომ საჭიროა სასათბურე გაზების გამოყოფა უმთავრეს პრობლემად დასახელდეს, რომ მივიღოთ შესაბამისი ზომები მათი შემცირებისთვის. ის ხსნი, რომ უკვე ახლა შეიძლება დავაკვირდეთ იმას თუ როგორი ნეგატიური ზეგავლენა აქვს კლიმატის ცვლილებებს ბიზნესზე, ადამიანებზე და ეკონომიკაზე.

გამოკითხვების თანახმად საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს ჯერ კიდევ მცდარი წარმოდგენა აქვთ პრობლემაზე. Pew Research-ის მონაცემებით 2016 წელს რესპოდენტების მხოლოდ 27% ეთანხმებოდა აზრს, რომ თითქმის ყველა მეცნიერები თვლიან კლიმატის ცვლილებას ადამიანის მოქმედების შედეგად.

კვლევა 3 ათასი სამეცნიერო შრომის შესწავლით დაწიყო. მათ აღმოაჩინეს, რომ მაგთგან მხოლოდ ოთხი კვლევა იყო სკეპტიკურად განწყობილი ადამიანის როლის მიმართ. მეციერები ელოდნენ, რომ მსგავსი პუბლიკაციების რაოდენობა უფრო მეტი იქნებოდა.

სპეციალური ალგორითმის საშუალებით მათ 88 ათასი შრომა შეისწავლეს, რომელთაგან მხოლოდ 28 სტატიაში იყო უარყოფილი ადამიანის ზეგავლენა. ლაინასი ამბობს, რომ მიღებულმა შედეგმა უნდა გააქაწყლოს ყველა ეჭვი.

წინა სტატიაInstagram-ში კომპიუტერიდანაც დაპოსტავთ
შემდეგი სტატიაWindows 11-ს ახლა შეუძლია Android პროგრამების გაშვება, მაგრამ არა ყველასი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი