რამდენიმე წლის წინ Facebook-ზე ხმოვანი შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია გაჩნდა. ახლა Facebook-ს Instagram-იც შეუერთდება.

როგორც TechCrunch-ი წერს, Instagram ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნის ფუნქციაზე მუშაობდა, ახლა კი, საბოლოოდ შეეძლებათ სოციალური ქსელის მომხმარებელს walkie-talkie-ით სარგებლობა.

როგორც ირკვევა, თითო ხმოვანი შეტყობინების მაქსიმალური ხანგრძლივობა 1 წუთი იქნება. მოსმენის შემდეგ კი ჩანაწერის განმეორებით მოსმენა შესაძლებელი იქნება, რადგან, Direct-ში გაგზავნილი ფოტოებისგან განსხვავებით, ხმოვანი შეტყობინებები არ გაქრება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here