სოციალური ქსელი ინსტაგრამი ექსპერიმენტებს განაგრძობს და მომხმარებელს მეტ სიახლეს პირდება.
ამჟერად, პირად პროფილზე მუსიკის დამატების ფუნქციას ტესტავს. საინტერესოა, რომ მანამდე ეს შესაძლებლობა “მაისფეისს” (Myspace) ჰქონდა და საკმაოდ პოპულარულიც იყო.
ფუნქცია “პროფილის მუსიკა” ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა მისი მალე გასაჯაროება მოსალოდნელია.
სოციალური ქსელების პლატფორმები მუდმივად ცდილობენ საკუთარი გვერდები მომხმარებლისთვის საინტერესო და მიმზიდველი გახადონ. ცვლილებების მთავარი მიზანი არამარტო ერთგული მომხმარებლების შენარჩუნებაა, არამედ მეტი ადამიანის მოზიდვა და დაინტერესებაა. სწორედ ამას ცდილობს ინსტაგრამიც.
დეველოპერმა და ცნობილმა ინსაიდერმა ალესანდრო პალუციმ (Alessandro Paluzzi) საკუთარ ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მომხმარებლებს ამ მოსალოდნელი ცვლილების შესახებ აცნობს.


პალუცის განმარტებით, ფუნქცია პირად Instagram პროფილზე, ბიოგრაფიის ბოლოში, ბმულების განყოფილებაში დაემატება და გამოჩნდება.
როგორც აღინიშნა, ეს სიახლე myspace-ს ფუნქციის ანალოგი იქნება. სოციალური ქსელი განსაკუთრებით პოპულარული 2000-იან წლების დასაწყისში იყო. მას უამრავი მომხმარებელი ჰყავდა, რომელთაც საკუთარ პროფილზე მუსიკის დამატება შეეძლოთ. საინტერესოა, რომ მაისფეისის აუდიტორია ამ შესაძლებლობას თვითგამოხატვისთვის იყენებდა და ფუნქცია ძალიან მოსწონდათ.
აღსანიშნავია, რომ ინსტაგრამზე “სთორებში” მუსიკის დამატების ფუნქცია მხოლოდ 2018 წელს დაემატა. ამჟერად კი, სოციალური ქსელის მომხმარებლებს მუსიკის გამოყენების მეტად ფართო არჩევანი შეიძლება მიეცეთ.

წინა სტატიაინსტაგრამს სიახლე დაემატა – რას ფიქრობენ მომხმარებლები?
შემდეგი სტატიაStartup Battlefield-ზე 200 პერსპექტიულ სტარტაპს შორის ქართული სტარტაპი “თენეოც”-ც დასახელდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი