ქართულ-ამერიკული სტარტაპი “თენეო” (Theneo) მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გლობალურ სტარტაპ ფესტივალს TechCrunch Disrupt დაესწრო. კოპმანია ღონისძიებაზე საკუთარი სტენდით წარსდგა. მათ საშუალება ჰქონდათ საკუთარი საქმიანობა უამრავ ადამიანისთვის გაეცნოთ.
ფესტივალის ერთ-ერთ მთავარი მოვლენა Startup Battlefield-ია, სადაც 200 ყველაზე პერსპექტიული სტარტაპი ერთმანეთს ეჯიბრება. ჟიურის მიერ შერჩეულ 200 კომპანიას შორის “თენეოც” მოხვდა.
საინტერესოა, რომ ქართული სტარტაპის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორმა კომპანიამ, TechCrunch-მა სტატია მოამზადა, სადაც Theneo-ს საქმიანობაზე , API-ის შესაძლებლობებზე და ოპერირების ბაზარზე დაიწერა.
Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც ინტერაქციული API დოკუმენტაციის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ეფექტური ინტეგრაციის გასამტკიცებლად.
შეგახსენებთ, TechCrunch Disrupt ყოველწლიური სტარტაპ ფესტივალია, რომელიც TechCrunch-ის ორგანიზებით სან ფრანცისკოში იმართება. ღონისძიება 18-20 ოქტომბერს ჩატარდა. ფესტივალს ორი ქართული სტარტაპი – Caru და Theneo დაესწრო.

წინა სტატიაინსტაგრამი პროფილზე მუსიკის დამატების ფუნქციას ტესტავს
შემდეგი სტატიადეველოპერების ყველაზე დიდი ფესტივალი DevFest ქუთაისში გაიმართება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი