ბოლო რამდენიმე კვირაა ინსტაგრამს სიახლე დაემატა: მომხმარებლებს “სთორიში” 60 წამამდე ვიდეოს გაზიარება შეუძლიათ. აქამდე კომპანია ამ ფუნქციას სატესტო რეჟიმში ცდიდა, ახლა კი ცვლილება ყველასთვის ხელმისაწავდომია.
შეგახსენებთ, ამ სიახლემდე “სთორიში” მხოლოდ 15 წამიანი ვიდეოების გაზიარება იყო შესაძლებელი.
კომპანიის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს “სთორებისა” და მოკლე ვიდეო რილსების (Reels) გამოქვეყნებაში.
2021 წლის დასასრულს კომპანიის ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმ განაცხადა, რომ სერვისი ვიდეოშესაძლებლობების განვითარებაზე იქნებოდა ორიენტირებული. 2022 წლის ივნისში ინსტაგრამმა რილსების მაქსიმალური ხანგრძლივობა 60 წამიდან 90 წამამდე გაზარდა. ასევე დატესტეს გამოქვეყნების სრულეკრანიანი რეჟიმი ტიკ-ტოკის მსგავსად. თუმცა მომხარებელთა უკმაყოფილობის გამო ეს ცვლილება მალევე გააუქმეს. ადამ მოსერის განმარტებით, კომპანია პლატფორმაზე ვიდეოების არსებობას გააორმაგებს. მისივე თქმით, ინსტაგრამი ყველა ვიდეო პროდუქტს გააერთიანებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რილსებსა და სთორებს შორის ზღვარი გაქრება.
სოციალური ქსელი აგრძელებს ვიდეო შესაძლებლობების გაფართოებას და მომხმარებლებს მეტ სიახლეს პირდება.

წინა სტატიაქართული ონლაინ თამაშის “მარტივი ლოგიკის” განახლებული აპლიკაცია გამოვიდა
შემდეგი სტატიაინსტაგრამი პროფილზე მუსიკის დამატების ფუნქციას ტესტავს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი