კოსმოსური ოდისეის ყველაზე პოპულარული თამაშის გაგრძელება უკვე ხელმისაწვდომია ანდროიდ მოწყობილობებისთვისაც. Galaxy on Fire-ს მესამე ნაწილი iOS მოწყობილობებზე გასული წლის დასასრულს გამოვიდა, ახლა კი როგორც იქნა ხელმისაწვდოი გახდა Google Play-შიც. მოთამაშეებს ისევ თავაზობენ კოსმოსური ხომალდის პილოტის როლს და გალაქტიკაში მოგზაურობას.
Galaxy on Fire 3-ში თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი საქმიანობა: გამოიკვლიოთ კოსმოსი, აღმოაჩინოთ ახალი პლანეტები, ებრძოლოთ კოსმიურ პირატებს ან თავად შეავსოთ მათი რიგები. სხვა ნაწილებისგან განსხვავებით Galaxy on Fire 3-ში შესაძლებელია მეგობრებთან ერთად თამაში.
Galaxy on Fire 3 დაფუძნებულია Vulkan API-ზე და გამოირჩევა გრაფიკით. მის შეფასებს მხოლოდ მაღალი კლასის მობილური მოწყობილობები შეძლებენ. და დაყენებამდე არ დაგავიწყდეთ დარწუმუნდეთ რომ საკმარისი თავისუფალი ადგილი გაქვთ. თამაშის მოცულობა შეადგენს 1,7გბ.