ოპერაციულ სისტემა iOS-ს Android-საგან განსხვავებით ჩაკეტილი სისტემა აქვს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლების არ აქვთ სრული წვდომა ოპერაციული სისტემის ყველა ელემენტზე. ეს ეხებოდა ფაილურ სისტემებსაც კი. Apple-ის აზრით, ჩვეულებრივ მომხმარებელს არ სჭირდება ფაილური მენეჯერი ათასობით და შესაძლოა ათიათასობით ფაილით. საკმარისია მომხმარებელი შევიდეს შესაბამის აპლიკაციაში და მიიღოს წვდომა კონკრეტული ტიპის ფაილებზე: ეს იქნება ფოტოების გალერეა თუ მუსიკალური ფლეერი. როგორც ჩანს, კუპერტინულმა კომპანიამ საკუთარი მოსაზრება გადააფასა და iOS 11-ში ვიხილავთ ჩაშენებულ ფაილურ მენეჯერს.
WWDC 2017 კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ამერიკულ App Store-ში გამოჩნდა ახალი აპლიკაცია Files Apple-სთვის. მას არ აქვს აღწერ – მხოლოდ ცისფერი, საქაღალდის ფორმის მქონე ხატულა გააჩნია. ამასთანავე, აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეუძლებელია. სავარაუდოდ, მისი მოწოდება iOS 11-თან ერთად მოხდება. მოსალოდნელია, რომ Files-ის დახმარებით მომხმარებლები შეძლებენ ნახონ ყველა ფაილი, რომელიც მომწობილობის მეხსიერებაშია.
გარდა ამისა, საფირმო აპლიკაცია Feedback-ის iOS-ის ბეტა ვერსიის მომხმარებლებისათვის განკუთვნილ ვერსიაში გამოჩნდა ახალი სექცია “Split View/Drag and Drop”. სახელიდან გამომდინარე, სავარაუდოდ iPad-ის მომხმარებლები შეძლებენ მულტითასქინგის დროს კონტენტის გადაადგილებას ერთი აპლიკაციიდან მეორეში. მომხმარებლები უკვე დიდი ხანია ელოდებიან მსგავს ფუნქციონალს.
ამ და სხვა სიახლეების შესახებ დაწვრილებით გავიგებთ დღეს გამართულ კონფერენციაზე WWDC 2017.