გასულ წელს Xbox კონფერენციაზე Microsoft-მა Projec Scorpio დააანონსა – რომელიც ყველაზე მძლავრი კონსოლი იქნებოდა ისტორიაში. 12 თვის განმავლობაში გეიმერების საზოგადოებას ჭორებით და ვარაუდებით კვებავდნენ საიდუმლო პროექტის შესახებ. რა არის ის სიანამდვილეში? იქნება მძლავრი? როგორ გამოიყურება? რამდენი თამაში მზადდება მისთვის? და რა ეღირება ეს საოცრება? წუხელ კომპანია მაიკროსოფტმა ყველა საიდუმლოს ფარდა ახადა.
ასე რომ Project Scorpuo სინამდვილეში Xbox One X აღმოჩნდა და ის 8 ტერაფლოპ სიმძლავრეზე მუშაობს, აღჭურვილია 12 გიგაბაიტი GDDR5 მეხსიერებით და 1172 მეგაჰერციანი გრაფიკული ჩიპით, რისი წყალობითაც ის ბაზარზე ყველაზე მძლავრი კონსოლია. შედარებისთვის PlayStation 4 Pro 4,2 ტერაფლოპსზე მუშაობს და 911 მეგაჰერციანი პროცესორი აქვს, ხოლო ორიგინალური Xbox One-ის სიხშირე 853 მეგაჰერცია. ეს ყველაფერ შესაძლებლობას იძლევა ყველაზე მაღალი გარჩევადობით და სტაბილური 60 FPS-ით გავუშვათ თამაშების ინდუსტრიის ყველაზე ცხელი სიაახლები. ამაის გარდა მოწყობილობას Ultra HD Blu-ray დიკსების წამკითხველი აქვს, რაც ფილმების 4K ხარისხში ყურების საშუალებას მოგცემთ/
გარდა მძალვრი ტექნიკური მონაცემებისა Xbox One ასევე აღჭურვილია თხევადი გაგრილების სისტემით, რომელსაც აორთქლების კამერა აქვს, ასევე ჰოვისის პრინციპით მომუშავე ელ-კვების სისტემა, რომელიც დინამიურად ცვლის ძაბვას მოთხოვნის მიხედვით. ჩაშენებული მყარი დისკის მოცულობა 1 ტერაბაიტია და ეს ყველაფერი საკმაოდ კომპქტურ კორპუსშია მოთავსებული და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ყველაზე პატარა Xbox-ია ისტორიაში.
ახალი კონსოლის გაყიდვები 7 ნომებერს შედგება, ხოლო მისი ფასი 499 დოლარი იქნება. მიმდინარე მომნტისთვის Microsoft-ს 22 ექსკლუზივი აქვს ახალი კონსოლისთვის, ხოლო ნაწილი წინა რელიზებისა (Gears of War 4, Forza Horizon 3, Killer Instinct) უფასო განახლებებს მიიღებენ, რომლის წყალობითაც Xbox One X-ის მომხმარებლები რეალური 4K გარჩევადობით და 60 FPS სიხშირით შეძლებენ მათ გაშვებას.