OnePlus 5-ის გამოსვლას ბევრი ელოდა და ის როგორც იქნა შემოვიდა გაყიდვაში, რასაც მსხვილი ტექნოლოგიური გამოცემების მხრიდან დადებითი რევიუები მოყვა, თუმცა მერე გაირკვა, რომ OnePlus 5 თაღლითობს, არ აქვს ორმაგი ზუმი და კომპანიის დირექტორსაც კი მოუწია თავის მართლება. ახლა უკვე პირველი მყიდველები აღმოჩნდნენ პრობლემის წინაშე, რომელიც ეკრანს უკავშირდება.
ნებისმიერი ჩამონათვალის სქროლვისას გამოსახულება OnePlus 5-ის ეკრანზე ირეცხება და იწელება და ჟელეს ემსგავსება. პრობლემას მასიური ხასიათი აქვს და ოფიციალურ ფორუმში უკვე შექმნილია შესაბამისი თემა სადაც მომხმარებლები ამ თემაზე წუწუნებებ. ზოგიერთი იმუქრება კიდევაც, რომ თუ ბაგი არ გამოსწორდება უახლოეს მომავალში ისინი უბრალოდ დააბრუნებენ ტელეფონს მაღაზიაში.
OnePlus-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათთვის ცნობილია პრობლემის შესახებ და ის უკვე შესწავლის პროცესშია. ამავდროულად კომპანია ირწმუნება, რომ ეს არ არის წარმოების დეფექტი და მომხმარებლები უნდა დაელოდონ პროგრამული განახლების გამოშვებას ნაცვლად იმისა, რომ ტექნკურ დახმარებაში დარეკონ ან დააბრუნონ ტელეფონი უკან.
https://www.youtube.com/watch?v=Y2X50k9Bj9Y
ზოგი წყარო თვლის, რომ პრობლემა კომპონენტების ნაწილის სმარტფონის ქვედა ნაწილში გადატანას უკავშიდება, თუმცა ეს მოსაზრება არაფრით დასტურდება.
ასე რომ კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ არ თვლის აღწერილ პრობლემას წუნად და მას აუცილებლად გამოასწორებს, თუმცა ასეთი პრობლემის მქონე ტელეფონით სარგებლობა არა მგონია კომფორტული იყოს მომხმარებლისთვის, რომელიც სმარტფონის მოხმარების 90% სქროლინგით არის დაკავებული.