Chrome OS მალე პლანშეტებზე გაეშვება

2015-16 წლებში ვრცელდებოდა ჭორები, რომ კომპანია Google აპირებს Android და Chrome OS-ების გაერთიანებას. გასული წლის ბოლოს კომპმანიის ივიე პრეზიდენტმა ჰიროში ლოკჰეიმერმა განაცხადა, რომ ეს არ მოხდებოდა. მიუხედავად ამისა კომპანია აშკარად მუშაობს სისტემების დაახლოებაზე. მაგალითისთვის გასულ წელს Chrome OS-ში Google Play Store და Android აპლიკაციების გამოჩნდა. ახლა უკვე Google-მა პლანშეტებთან თავსებადობის მიმართულებით დაიწყო მუშაობა.

Chrome OS-ის ბოლო სატესტო აანწყობში კომპმანიამ სრულად განაახლა სამომხამრებლო ინტერფეისი და ის Android-ს მაქსიმალურად დაუახლოვა. მარცხენა ქვედა კუთხეში განთავსებულ ღილაკს დააჭერთ გამოჩნდება Google-ის ძიება შემოთავაზებული აპლიკაციებით ხოლო თუ ტექსტის შესყვანას დაიწყებს ქვევით შესაბამისი აპლიკაციები და ძიების შედეგები გამოჩნდება ისევე, როგორც Android-ში.

როგორც ჩანს Google-მა უკვე დაიწყო Chrome OS-ის ტრანსფორმაცია სენსორული ეკრანებისთვის. ჯერ კიდევ იანვარში Android და Chrome პროდუქტების დირექტორი სორპორაციული და საგანმანათლებლო სექტორისათვის რაიენ შეტი საუბრაობდა, რომ მომავალში გამოვა პლანშეტები, რომლებიც Chrome OS-ის მართვის ქვეშ იმუშავებს.

დაკვირვებადი სამყარო 93 მილიარდი სინათლის წელია, მაგრამ რა არის მის მიღმა? აი, რა არ შეგვიძლია დავინახოთ…

ხელოვნური ინტელექტი ახალ მიდგომებთან კომბინაციაში წამლების შექმნას ორჯერ დააჩქარებს — Reuters

Google-ის აქციები 8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საძიებო გიგანტმა ანტიმონოპოლიურ საქმეში უმძიმესი სასჯელი აიცილა თავიდან

Anthropic ახლა $183 მილიარდი ღირს. კომპანიის შეფასება ექვს თვეში სამჯერ გაიზარდა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *